ახალი ამბები

როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს — კვირიკაშვილი რურუაზე

5 დეკემბერი, 2018 • 2326
როცა ადამიანი მიდის, პოლიტიკური სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს — კვირიკაშვილი რურუაზე

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა მის ოჯახს.

კვირიკაშვილი 5 დეკემბრის საღამოს მივიდა რურუების სახლში სამძიმარზე და მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

“მე ნიკოლოზს ვიცნობ არაერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან”, – თქვა კვირიკაშვილმა.

ნიკა რურუა 4 ოქტომბერს, შსს-ის პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

რურუა 50 წლის იყო.

იგი მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო; 2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას – ზურაბიშვილი რურუას გარდაცვალებას ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი