ახალი ამბები

ტექნიკური ხარვეზის გამო მომხმარებელთა ნაწილი Facebook-ზე ვერ შედის

5 დეკემბერი, 2018 • 1810
ტექნიკური ხარვეზის გამო მომხმარებელთა ნაწილი Facebook-ზე ვერ შედის

Facebook-ის არაერთი მომხმარებელი წერს, რომ სოციალურ ქსელში თავისი ანგარიშით შესვლას ვეღარ ახერხებს. მომხმარებლების თქმით, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ფეისბუკის სისტემა მათ ანგარიშიდან აგდებს. The Independent-ის ინფორმაციით, ქსელში შესვლის პრობლემებმა  მომხმარებლები დააბნია, შედეგად, ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ანგარიში გატეხეს.

მომხმარებელთა ნაწილის თქმით,  სოციალური ქსელის ანგარიშზე შესვლის რამდენიმე ცდის შემდეგ ისე ჩანს, თითქოს პაროლი აღარ მუშაობს. ამის შემდეგ ფეისბუკი მათ სთავაზობს პაროლის შეცვლას და შესაბამის კოდს მეილზე უგზავნის, თუმცა ისინი სოციალურ ქსელში შესვლას მაინც ვერ ახერხებენ. ამ საკითხზე სოციალურ ქსელს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავს პრობლემაზე ქართველი მომხმარებლებიც წერენ:

მასალების გადაბეჭდვის წესი