ახალი ამბები

“ივანიშვილმა მითხრა, მმართველ გუნდთან ვალში არ ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელი იყოო” – ზურაბიშვილი

5 დეკემბერი, 2018 • 4298
“ივანიშვილმა მითხრა, მმართველ გუნდთან ვალში არ ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელი იყოო” – ზურაბიშვილი

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი The Daily Beast-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვალში არაა და შეუძლია დამოუკიდებელი იყოს. როგორც არჩეული პრეზიდენტი ამბობს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ეს მასთან შეხვედრისას თქვა:

“არჩევნების შემდეგ ივანიშვილს შევხვდი. მან მითხრა, შენ მმართველ გუნდთან ვალში არ ხარ, შეგიძლია დამოუკიდებელი იყოო”, – ამბობს ზურაბიშვილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი ღიად აღიარებს, რომ ივანიშვილის გუნდის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო მის არჩევაში, თუმცა, როგორც ამბობს, არ არსებობს რაიმე წინაპირობა, რომელიც მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის მიმართ ლოიალურობას ავალდებულებს.

სტატიაში ასევე საუბარია დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოსა და პოლიტიკურ სიტუაციაზე. როგორც სტატიის ავტორი წერს,  საქართველოში მარტივად არ არის საქმე. ქვეყანაში საზოგადოება იღწვის ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ, თუმცა ჩრდილოვან ლიდერებს შორის იხლიჩება. ერთი მხრივ, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის პარტიაც ქვეყანას მართავს, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი მიხეილ საკაშვილი.

სრულად  The Daily Beast-ის სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი