აღმაშენებლის გამზირზე მერია “ჯუჯა ხეებს” ნეკერჩხლით ცვლის

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მერიამ დაიწყო კატალპა ნანის ხეების ნეკერჩხლებით ჩანაცვლება. როგორც “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, დარგვის სამუშაოები დღეს, დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

უწყების ცნობით, მინდვრის ნეკერჩხლებს (acer campestre) დარგავენ ყველგან, სადაც კატალპა ნანის ხეებია დარგული. ამის მიზეზად არსებული ხეების დაზიანებას ასახელებენ.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, წლის ბოლომდე, ტერიტორიაზე 180 ძირი, 6-მეტრიანი ხე დაირგვება. დაზიანებულ კატალპებს კი მერია სანერგე მეურნეობაში გადაიტანს, სადაც ისინი გაისხვლება და შეიწამლება.

ჯუჯა ხეები აღმაშენებლზე 2011 წელს დარგეს, მას შემდეგ, რაც აღამაშენებლის გამზირის მონაკვეთი მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის ქუჩის კვეთამდე გაარემონტეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ,  კატალპა ნანის ხეების ნაწილი დაზიანებული იყო.

მინდვრის ნეკერჩხალი ფოტო: https://www.ebben.nl

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.