ახალი ამბებირეკლამა

ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები შვეიცარიაში ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

5 დეკემბერი, 2018 • 1643
ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები შვეიცარიაში  ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

ევროპის ბირთვული კვლევის ორგანიზაციაში (CERN, შვეიცარია) ვიზიტის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადებში გამარჯვებული ქართველი მოსწავლეები და მათი პედაგოგები ცერნში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.

მეცნიერებმა მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს იმაზე თუ, როგორ მოხვდნენ ცერნში, რას საქმიანობენ ამჟამად და რა წლილი შეაქვთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ექსპერიმენტში. მათი თქმით, ცერნი ქართველ მეცნიერებს ყველა შესაძლებლობას სთავაზობს, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია, იმუშაონ მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა გვერდით და შემდეგ კი, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს საქართველოში.

ქართველი მეცნიერების განცხადებით, CERN-ის მასტერკლასი სკოლის მოსწავლეებისთვის არის საშუალება ახალგაზრდებმა ნახონ როგორი მომავალი ელოდებათ თუ ისინი ამ გზას გაჰყვებიან და ეს მომავალი ძალიან საინტერესო იქნება. „ცერნის“ დათვალიერებისა და მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ „ცერნში“ გატარებული დღეები იყო მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიის არჩევაშიც დაეხმარებათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის მიზანი სწორედ მოსწავლეების დაინტერესება, მათი სტიმულირება და წახალისებაა. ეს არის პროექტი, რომელიც წარმატებული ქვეყნებისა და ადამიანების მაგალითზე, მოსწავლეების ინფორმირებულობას ზრდის და ეხმარება მათ კარიერის შემდგომ დაგეგმვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი