ახალი ამბები

სამინისტრო: რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა 5 საათზე აღდგება

14 ივნისი, 2014 • • 1269
სამინისტრო: რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა 5 საათზე აღდგება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გაწმენდითი სამუშოები უკვე სრულდება და მზადდება მოძრაობის გადართვისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღონისძიებები.

 

დეპარყამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით გზა 12 ივნისს დაიმეწყრა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ.

 

სტიქიის გამო  მგზავრებს ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შემოვლითი – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით უწევთ გადაადგილება. 

 

აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებსა და გეოლოგებთან ერთად, ადგილზე ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობდა, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი