ახალი ამბები

ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

4 დეკემბერი, 2018 • 2805
ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი” – უთხრეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, გარდა ამისა, 2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი