ახალი ამბები

ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს

4 დეკემბერი, 2018 • 4701
ნიკა რურუა გარდაცვლილი იპოვეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ში დაუდასტურეს.

რ2-ის ცნობით, სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

სასწრაფოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიტიკოსი მათ ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დედამ გამოიძახა, რ2-ის ცნობით.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

ნიკა რურუა მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია, გარდა ამისა, ის 2009-2012 წლებში კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა(ატლანტა, აშშ).

2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი(აშშ); 2004-2008წწ. გაზეთ “24 საათის” იურიდიული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა “თავისუფლების კანონი”.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

ამავე თემაზე

ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას – ზურაბიშვილი რურუას გარდაცვალებას ეხმაურება

ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი