ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში გაიმართება – რ2, “იმედი”

4 დეკემბერი, 2018 • 1850
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თელავში გაიმართება – რ2, “იმედი”

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია, შესაძლოა თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში გაიმართოს. ამ ინფორმაციას ავრცელებენ როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2, ასევე, “იმედი”.

მართალია, არც სალომე ზურაბიშვილს და არც მთავრობას ჯერ არ დაუანონსებია ინაუგურაციის ადგილი, თუმცა, ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას უახლოეს დღეებში გამართავს.

ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი