ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ახალი მთავარი ნაძვისხის ფასის გამო საზოგადოების ნაწილი აღშფოთდა

4 დეკემბერი, 2018 • 1426
სომხეთში ახალი მთავარი ნაძვისხის ფასის გამო საზოგადოების ნაწილი აღშფოთდა

ერევანში მთავარი ნაძვისხის ყიდვა და დამონტაჟება ქალაქის ბიუჯეტს 71 მილიონი დრამი [დაახლოებით, 146,6 ათასი აშშ დოლარი] დაუჯდება. მერიის გადაწყვეტილებას ახალი ძვირადღირებული ნაძვისხის ყიდვის შესახებ სოციალურ ქსელებში სომხეთის მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა.

ახალი ნაძვისხე, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთშია წარმოებული, 37 მეტრი სიმაღლის და 15 მეტრი დიამეტრისა.

სომხეთში საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ერევნის მერიას აღნიშნული ფულადი რესურსი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ან სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაეხარჯა.

“სომხეთი არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ამ ღირებულების ნაძვისხის ყიდვის ფუფუნება ჰქონდეს”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეების ნაწილს, ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ვირტუალური ნაძვისხის დადგმის იდეაც გაუჩნდა.

ნაძვისხის დასაბრუნებლად პეტიციისთვის ხელმოწერებსაც აგროვებენ.

ერევნის მერია კრიტიკის პასუხად აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე 2005 წლის შემდეგ არ შეცვლილა და არსებული უკვე მოძველებული იყო, ახალი ნაძვისხისთვის გათვალისწინებული ფული კი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებისთვის საკმარისი მაინც არ იქნებოდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი