ახალი ამბები

ახალი პრეზიდენტი და ახალი კონსტიტუცია ადმინისტრაციის რეორგანიზებას სიმფონიაში მოითხოვს – ჟვანია

4 დეკემბერი, 2018 • 1309
ახალი პრეზიდენტი და ახალი კონსტიტუცია ადმინისტრაციის რეორგანიზებას სიმფონიაში მოითხოვს – ჟვანია

არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას თქმით, ზურაბიშვილი ამჟამინდელი ადმინისტრაციის რეორგანიზების აუცილებლობას ხედავს.

აღნიშნული მან ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც გაირკვა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2018 წელთან შედარებით 3,8 მილიონი ლარით მცირდება და 6 მლნ ლარი იქნება.

“ბიუჯეტის ფორმირების პროცესი ახლა მიმდინარეობს, შესაბამისად, ამ პროცესში დღეს ჩვენ ვერ ჩავერთვებით, ვინაიდან ინაუგურაცია ჯერ არ ყოფილა. როდესაც ქალბატონი სალომე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას, შემდეგ უკვე ვითანამშრომლებთ როგორც პარლამენტთან, ასევე, მთავრობასთან. და შევთანხმდებით იმ პროექტებსა და ხარჯების გაწერაზე, რომელიც საჭირო იქნება ადმინისტრაციისთვის და მის მიერ ფუნქციების შესრულების ეფექტურობისთვის.

ახალი კონსტიტუცია და ახალი პრეზიდენტის ხედვა ერთმანეთთან სიმფონიაში მოითხოვს ადმინისტრაციის სხვანაირად დაკომპლექტებას და რეოგრანიზაციას,” – ამბობს ლაშა ჟვანია.

ამავე თემაზე:

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი