ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი უქმდება – პროექტი

4 დეკემბერი, 2018 • 1807
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მცირდება, სარეზერვო ფონდი კი უქმდება – პროექტი

2019 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2018 წელთან შედარებით 3,8 მილიონი ლარით მცირდება და 6 მლნ ლარი იქნება.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, გათვალისწინებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობის შემცირება 140-დან 60 ადამიანამდე.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით გათვალისწინებული არ არის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, ისევე როგორც მიმდინარე წელს, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას, უქმდება თუ არა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდს, მისი ბიუჯეტი უცვლელი რჩება და 50 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი