ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რაულ ხაჯიმბა: შიდა ვალი სამშენებლო კომპანიების წინაშე 800 მილიონ რუბლს შეადგენს

13 ივნისი, 2014 • • 1102
რაულ ხაჯიმბა: შიდა ვალი სამშენებლო კომპანიების წინაშე 800 მილიონ რუბლს შეადგენს

როგორც ხაჯიმბა აცხადებს, უკვე გაცემულია მითითებები შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი საბიუჯეტო დოკუმენტების მისაღებად.



დეპუტატი აცხადებს, რომ არც ერთ ბიუჯეტურ დოკუმენტში, არც 2010-2012 წლების აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კომპლექსურ გეგმაში ეს თანხები არ არის გათვალისწინებული. “ეს ის სამუშაოებია, რომლებიც დამატებით შესრულდა და სახელმწიფოს მესვეურებმა შემდგომ პირობა დადეს, რომ იპოვნიდნენ გზებს ამ თანხის ასანაზღაურებლად. სამწუხაროდ, ხალხი მოტყუებული დარჩა, და ახლა ეს ვალდებულებები ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობას დააწვა”.



ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ ფინანსური გადაცდომების შესახებ საუბრისას მან სამშენებლო კომპანიის დარღვევების თაობაზე გარკვეული მასალები გაიხსენა.

 

“დიდი რაოდენობით ფული იგზავნებოდა ერთი ობიექტიდან მეორეში, ანგარიშიდან ფულადი სახსრები მიზნობრიობის მითითებისა და შემოსავალ- გასავლების აღმნუსხველი დოკუმენტაციის გარეშე იხსნებოდა. თანხა ნაწილდებოდა შუამავლებზე, რომლებსაც წარმოადგენდნენ დევნილები და რომლებსაც რაღაც კომპანიები აქვთ რუსეთში.  შემდეგ ეს თანხები კვიპროსოს ოფშორულ ზონაში არსებულ სტრუქტურებში მიდიოდა,”- განაცხადა მან და პირობა დადო, რომ ეს მასალები გენერალურ პროკურორს გადაეცემა.

 

ხაჯიმბას თქმით, მას აქვს მტკიცებულებები აფხაზეთის ბანკში საკრედიტო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი დავალიანების შესახებ, ასევე, პრივატიზაციის ფონდის ვალებზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ კრედიტების მიღებასთან.  

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავეა არა ის ხალხი, რომელსაც კრედიტი აქვს მიღებული, არამედ ის, ვინც მათ ეს კრედიტი მისცა და ამით მომავალში მათი მანიპულირების საშუალებაც შექმნა”.

 

ხაჯიმბამ საზოგადოებას შეახსენა, რომ მან და მისმა კოლეგებმა არაერთხელ მიუთითეს ფინანსურ დარღვევებზე რუსული დახმარების გამოყენებით. “რუსული მხარე ცდილობს მკაცრად აკონტროლოს ფულის ე.წ. მოძრაობა კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ. თუმცა წინა წლების დოკუმენტაცია და კომპლექსური შემოწმებები, რომლებიც ჩატარდა რუსეთის შესაბამისი სტრუქტურებისა და პარლამენტის წარმომადგენლების  მიერ, არსებულ დარღვევებზე მოწმობდა. ჩვენ ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ არავინ გვისმენდა,”- განაცხადა მან.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი