ახალი ამბებირეკლამა

GIPA ავტორიზებულია შემდეგი 6 წლის განმავლობაში

3 დეკემბერი, 2018 • 3558
GIPA ავტორიზებულია შემდეგი 6 წლის განმავლობაში

[crosslist]

  • Item 1
  • Item 2
  • Item 3

[/crosslist]

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს GIPA-მ წარმატებით გაიარა საავტორიზაციო პროცედურები და უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 6 წლის ვადით მიენიჭა ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა ერთხმად გაიზიარეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა GIPA თვითშეფასების დოკუმენტსა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის GIPA-ში ვიზიტის შედეგად მიღებულ ინფორმაციას.

ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტი საიბოლტ ნურდა, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმ ძლიერ მხარეებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე, რომლებითაც GIPA განსხვავდება და გამოირჩევა სხვა უმაღლესი დაწესებულებებისაგან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ექსპერტთა შეფასებით აღსანიშნავია ღიაობის კულტურა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შორის, რასაც GIPA-ში დაარსების დღიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

GIPA, როგორც ქართლ-ამერიკული წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საერთაშორისო პარტნიორობას. ექსპერტთა მხრიდან GIPA ხასიათდება, როგორც სანიმუშო მაგალითი ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, იმ საერთაშორისო თანამშრომლობის გათვალისწინებით, რომელებიც GIPA-ს დამყარებული აქვს, როგორც აშშ-ს, ასევე ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების შედეგად არაერთი კვლევითი აქტივობა და ერთობლივი პუბლიკაცია გამოქვეყნდა ელექტრონულ რეცენზირებად ჟურნალებში. ასევე, ამ თანამშრომლობების ფარგლებში GIPA-მ შესაძლებლობა მისცა ასეულობით სტუდენტსა და აკადემიური წრის წარმომადგენელს მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

ასევე დასკვნაში აქცენტირებულია ექსპერტთა დადებითი შეფასება GIPA-ს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უნივერსიტეტმა შესთავაზა ადგილობრივ უმაღლეს დაწესებულებებს ერთობლივი შრომის ბაზრის კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით და ამ მომენტში განხორციელების საწყის ეტაპზეა. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს უპასუხოს შრომის ბაზრის გამოწვევებს, რაც კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესებში მეტ ინტეგრირებასა და სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან უფრო მეტად დაახლოებული საგანმანათლებლო პროგრამებს შეთავაზებას მოიაზრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი