ახალი ამბები

არ არის ულტიმატუმების დრო – ზურაბიშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე

3 დეკემბერი, 2018 • 1252
არ არის ულტიმატუმების დრო – ზურაბიშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “გაერთიანებული ოპოზიციის” საპასუხოდ ამბობს, რომ ულტიმატუმის დრო არ არის.

“ჯერ არ არის და არასოდეს არ არის ულტიმატუმების დრო. პირველ რიგში, დემოკრატია მოითხოვს, რომ აღიარებული იყოს არჩეული პრეზიდენტი, რომ გადავიდეთ ახალ რეჟიმზე, დაწყნარდეს ეს გარემო, პოლიტიკური გარემო დავაწყნაროთ და გადავიდეთ საქმიან რეჟიმზე”, – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

“გაერთიანებული ოპოზიცია” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს და შედეგის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამასთან, ოპოზიცია პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს. “გაერთიანებული ოპოზიცია” ხელისუფლებას “პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად” სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები სწორედ ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული, თუმცა მმართველ გუნდში უკვე გამორიცხეს ოპოზიციასთან დიალოგი არჩევნების საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი