ახალი ამბები

გამოვლიდნენ ADAMI მედიაპრიზის გამარჯვებულები

3 დეკემბერი, 2018 • 1099
გამოვლიდნენ ADAMI მედიაპრიზის გამარჯვებულები

გამოვლიდნენ ADAMI მედიაპრიზის 2018 წლის კონკურსის, “კულტურული მრავალფეროვნება აღმოსავლეთ ევროპაში”, გამარჯვებულები, რომელთაგანაც ორი საქართველოდანაა.

ADAMI მედიაპრიზის პრემია ახალი ამბებისა და მოკლე არამხატვრული ფილმებისთვის მიენიჭა სალომე ჯაშს ფილმისთვის “ჩასარბენი ციხე”, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გადაიცა და მომზადდა ჟურნალ “ინდიგოს” პროექტისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე.

პრიზი ონლაინ ვიდეოსთვის მიიღო ანასტასია სლოვინსკაიას “გორანის ცხოვრების წესებმა” – რადიო თავისუფლების Ekhokavkaza.com-ისთვის მომზადებულმა ნაშრომმა, რომელიც ამჟამად საქართველოში მცხოვრებ, მომთაბარე ბოშა კაცს ეძღვნება.

ADAMI-ს პრესრელიზის თანახმად, დანარჩენი გამარჯვებულები არიან:

მოლდოველი რეჟისორი არამხატვრული ფილმისთვის “სოროკას ბოლშოი თეატრი”, რომელიც “ბოშების ცხოვრებას განსხვავებულ, პოზიტიურ ჭრილში აჩვენებს”.

გასართობი (მხატვრული ფილმებისთვის) — “ძვირფასო, მეგობრებო” (Chers Amis) – მოლდოველი ვალერიუ ანდრიცეს მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული ფილმი შთამბეჭდავად გვიამბობს გარდამავალ პერიოდში მცხოვრები პოსტსაბჭოთა საზოგადოების პრობლემების შეახებ. მოქმედება ერთ ოთახში ვითარდება და დახვეწილი იუმორით და კარგი ოპერატორული ნამუშევრით გამოიჩევა.

ახალგაზრდა ADAMI-ს პრემია მიიღო ნელა ვასილევსკაიამ ბელორუსიდან მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ “ლისტაპადზე” ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის “მიმოწერის მეგობრები” (Pen Pals).

ADAMI-ის პრიზი ვებ-გვერდისთვის – მიიღო უკრაინელ მიკოლა ჰომანიუკის ვებ-გვერდმა “კულტურის გავლით: სამხრეთ უკრაინის ეთნიკური ტურები”, რომელიც შეიქმნა უკრაინის სოციოლოგიური ასოციაციის ხერსონის რეგიონალური დეპარტამენტისთვის. ამ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი მემკვიდრეობა იზიდავს თვალს და ამომწურავად აღწერს ხერსონის რეგიონისა და სამხრეთ უკრაინის ისტორიასა და კულტურას.


ADAMI მედიაპრიზი არის მედიაჯილდო აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების გაშუქებას უჭერს მხარს. ის მოიცავს ქვეყნებს: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა.

ძირითადი პრიზების გარდა ADAMI- მ წელს 5 სპეციალური აღნიშვნის ფილმი დაასახელა:

  1. იყო ახალგზარდა აშაღი სარალში” – აზიზ და ალი განიევები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველო.
  2. “ოდესელობა ჩემი ეროვნებაა”-ტატიანა სუჩკოვა, ელენა ნემიში, Echo Media, უკრაინა.
  3. Belsat Music Live- სერჰეი ბუდკინ, ბელსატ TV, ბელორუსი.
  4. ყირიმიდან ციმბირისკენ-როგორ აწამებს რუსეთი უკრინელ აქტივისტებს, სენცოვს დაა კოლჩენკოს
  5. მდინარის გადაღმა- ვებგვერდი-იულია კოტსკაია, ანტონ ტრაფიმოვიჩი, ანდრე შაულიუჰა, რადიო თავისუფლება / ბელარუსის ბიურო.

მასალების გადაბეჭდვის წესი