ახალი ამბები

ნიგერიის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არ მომკვდარა და ორეულით არ ჩაუნაცვლებიათ

3 დეკემბერი, 2018 • 1869
ნიგერიის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არ მომკვდარა და ორეულით არ ჩაუნაცვლებიათ

ნიგერიის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არ მომკვდარა და, შესაბამისად, სუდანელი ორეულით არ ჩაუნაცვლებიათ. სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის ორეულით ჩანაცვლების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ წელს პრეზიდეტი ხუთი თვით დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა.

The Guardian წერს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, აქედან გამომდინარე, მუჰამადუ ბუჰარის ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტი მისი მსგავსი სუდანელი პირით ჩაანაცვლეს. ეს ამბავი სოციალური ქსელებით აქტიურად გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ოპონენტებს ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, Facebook-სა და YouTube-ზე “ამის დამადასტურებელი” უამრავი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ათასობით ადამიანმა ნახა.

“გარწმუნებთ, ნამდვილად მე ვარ და სულ მალე 76 წლის იუბილეს ვიზეიმებ,” – უთხრა პრეზიდენტმა ნიგერიელებს.

თავის ორეულზე განცხადების გაკეთება  მუჰამადუ ბუჰარის მოუწია პოლონეთში მიმდინარე კონფენენციაზე გამოსვლისას. ამ კითხვას დარბაზში სიცილი მოჰყვა. გამოსვლისას პრეზიდენტმა ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს “უვიცები” და “ურწმუნოები” უწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი