ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება – მელია

2 დეკემბერი, 2018 • 1724
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება – მელია

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გრძელდება.კოალიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა.

ცოტა ხნის წინ, შეკრებილებს სიტყვით ნიკა მელიამ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს და ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდება:

“სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება. ზურაბიშვილს ივანიშვილი სამსახურში ვერ მოაწყობს, ვერ დანიშნავს. მას მოუწევს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაც და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაც. თუარადა , აგერ ვნახავთ ყველანი ძალიან მალე”, – თქვა მან.

მანამდე, 29 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიცია აცხადებდა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი