ახალი ამბები

ანგელა მერკელმა პუტინს მოუწოდა, გაათავისუფლოს უკრაინული ხომალდები

2 დეკემბერი, 2018 • 1586
ანგელა მერკელმა პუტინს მოუწოდა, გაათავისუფლოს უკრაინული ხომალდები

გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი გამართავენ მოლაპარაკებებს ქერჩის კრიზისთან დაკავშირებით, – როიტერსის თანახმად, ასე განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 დეკემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

მერკელი პუტინს არგენტინაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვდა და მოუწოდა, უკრაინული ხომალდები და მეზღვაურები გაათავისუფლონ.

რუსეთმა წინა კვირას შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან, სამი უკრაინული ხომალდი შეიპყრო, მეზღვაურები კი ტყვედ აიყვანა.

“ყველანაირ ესკალაცია თავიდან უნდა იქნას არიდებული”, – განაცხადა მერკელმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ. “აზოვის ზღვაში საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის თავისუფლება …. უზრუნველყოფილი უნდა იყოს”.

უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საომარი მდგომარეობა იმ 10 რეგიონს შეეხება, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ყველაზე მეტად არის რუსეთისგან თავდასხმის საფრთხის ქვეშ.

უკრაინა რუსეთს საერთაშორისო კანონმდბელობის დარღვევაში ადანაშაულებს, ხოლო მოსკოვი ამბობს, რომ უკრიანულმა ხომალდებმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვიეს.

მერკელმა მოუწოდა რუსეთს, პატივი სცენ 2003 წლის შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც უკრაინის გემებს უფლება აქვთ, აზოვის ზღვაში შევიდნენ და უკრაინის ქალაქებს მიაღწიონ.

მერკელის თქმით, გერმანიას აქვს შეთავაზება (რომელსაც რუსეთი ეთანხმება), რომ დავის შესახებ დისკუსიები უნდა გაიმართოს ე.წ ნორმანდიის ფორმატში (გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა და რუსეთი). ეს ფორმატი უკვე არსებობს და მისი მიზანია, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის შემცირება.

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა ქერჩის კრიზისის გამო

მასალების გადაბეჭდვის წესი