ახალი ამბები

ჩარკვიანზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა შორის საკრებულოს პროტოკოლის უფროსიც არის

1 დეკემბერი, 2018 • 2421
ჩარკვიანზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა შორის საკრებულოს პროტოკოლის უფროსიც არის

განახლება [21:50, 1 დეკემბერი]: ახალი ამბის თავდაპირველ ვერსიაში რუსთავი 2-ზე დაყრდნობით ეწერა, რომ დავით მაჭავარიანი იყო თავდამსხმელთა შორის. ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას სახელმწიფო უწყებებში ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ თბილისის საკრებულოს უფროსი თაკო ჩარკვიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ნამდვილად დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით [წვრილმანი ხულიგნობა], თუმცა მის საკითხს სასამართლო დამატებით 12 დეკემბერს განიხილავს. 

ოპოზიციონერ თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა შორის არის თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსი დავით მაჭავარიანი.

საკრებულოს ვებგვერდის თანახმად, მაჭავარიანი პროტოკოლის განყოფილების უფროსია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს და ჰკითხა, ადასტურებდნენ თუ არა, რომ 4 დაკავებულს შორის ერთ-ერთი მაჭავარიანი იყო, რაზეც გვიპასუხეს, რომ მათ მიერ გავრცელებული ცნობების გარდა დამატებითი დეტალების დაზუსტება არ შეუძლიათ.

ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო დაესხნენ თავს ქუთაისის აეროპორტში. შსს-მ დააკავა ოთხი ადამიანი, აქედან ერთი ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსით), ხოლო სამი — წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით (ადმინისტრაციული წესით).

 

თავდასხმა თაკო ჩარკვიანზე და მის ოჯახზე ( ვიდეო )

© პირველი არხი

Posted by Mirian Jimmy Berulava on Saturday, December 1, 2018

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმას “ორგანიზებულ კამპანია” უწოდა.

მონაწილეობდა თუ არა საკრებულოს პროტოკოლის უფროსი ჩარკვიანზე თავდასხმაში – სასამართლო 12 დეკემბერს გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი