ახალი ამბები

94 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი

1 დეკემბერი, 2018 • 2033
94 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი

2018 წლის 30 ნოემბერს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში 1989-1993 წლებში იყო აშშ-ის პრეზიდენტი. იქამდე მას ორი ვადით ეკავა ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას.

2018 წლის აპრილში გარდაიცვალა ბუშის ცოლი, ბარბარა ბუში. ცოლის დაკრძალვიდან მეორე დღეს ჯორჯ ბუში უფროსი რეანიმაციაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი ინფექცია იყო.

“რესპუბლიკელი” ჯორჯ ბუში უფროსი იყო ამერიკის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მამა.

იგი პოლიტიკაში 1964 წელს მოვიდა, 40 წლის ასაკში, როდესაც უკვე მილიონერი იყო.

ბუშს ჰყავდა ხუთი შვილი, 17 შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი