ახალი ამბები

ძლიერი ქარის გამო “საქართველოს რკინიგზის” რეისები დაგვიანებით შესრულდა

1 დეკემბერი, 2018 • 1185
ძლიერი ქარის გამო “საქართველოს რკინიგზის” რეისები დაგვიანებით შესრულდა

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო “საქართველოს რკინიგზა” შეფერხებით მუშაობს. უწყების განცხადებით, სტიქიის ფონზე, მატარებლებმა გრაფიკით გათვალისწინებული რეისები დაგვიანებით შეასრულეს.

“შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის სს „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აცხადებს უწყება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, ღამის 12:00 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება მიიღეს. 30 ნოემბერს გააქტიურებული სტიქიის შედეგად დაზიანებულია შენობები, ავტომანქანები და ელექტროსადენები, მოგლეჯილია ხეები.

სტიქია დას. საქართველოში: ყველაზე რთული ვითარება ქუთაისშია

მასალების გადაბეჭდვის წესი