ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სავაჭრო-სამრეწველო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აფხაზეთსა და ინდოეთს შორის

12 ივნისი, 2014 • • 1156
სავაჭრო-სამრეწველო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აფხაზეთსა და ინდოეთს შორის
აღნიშნული შეთანხმება, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, საშუალებას მისცემს აფხაზეთისა და ინდოეთის მეწარმეებს ორივე ქვეყნის ბიზნესწრეებთან ითანამშრომლონ. 
 
გამოცემის თანახმად, ინდოეთის სავაჭრო სამრეწველო პალატების ასოციაციაში – ASSOCHAM, დაახლოებით 400 პალატაა გაწევრიანებული, რომელიც ინდოეთის ბიზნესის 4 მილიონზე მეტ წარმომადგენელს ემსახურება. 
 
“აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ძალიან პერსპექტიულია აფხაზეთისა და ინდოეთის ბიზნესწრეების ფორმირებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარებისთვის. აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა მზადაა განიხილოს განაცხადები ინდოეთში ოფიციალურ ბიზნეს-მისიაში მონაწილეობის მისაღებად,”- განაცხადა აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გენადი გაგულიამ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი