ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში, ცხინვალისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ოპტიმიზმით უყურებენ

30 ნოემბერი, 2018 • 2087
სოხუმში, ცხინვალისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ოპტიმიზმით უყურებენ

“გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევით ღირებულებათა გარკვეული გადაფასება მოხდება. ასევე, აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებათა პროცესში შუამავალი ქვეყნების მონაწილეობით სახელმწიფოებს შორის დიალოგის წარმართვას პოზიტიური საფუძველი ჩაეყრება”, – ასე შაეფასა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

ამასთანავე, კოვე აცხადებს რომ კვლავაც გრძელდება აფხაზეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების აგრესიული დამოკიდებულება, აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაცია და თავისუფლად გადადგილების შეზღუდვები.

“არცერთი “სამშვიდობო ინიციატივა”, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, ვერ გახდება აფხაზეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ალტერნატივა”.

აფხაზი მინისტრისგან განსხვავებით, ცვლილებების არ სჯერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, რომელიც ამბობს, რომ  სულერთია, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ვინაიდან” სამხრეთ ოსეთს მაინც არავინ აღიარებს”.


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 40.48% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი