ახალი ამბები

ბავშვს, რომელმაც მამას სამოთხეში წერილი გაუგზავნა, ფოსტამ პასუხი მისწერა

30 ნოემბერი, 2018 • 10465
ბავშვს, რომელმაც მამას სამოთხეში წერილი გაუგზავნა, ფოსტამ პასუხი მისწერა

ბავშვს, რომელმაც გარდაცვლილ მამას დაბადების დღის მისალოცი წერილი სამოთხეში გაუგზავნა, ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ პასუხი დაუბრუნა. როგორც BBC წერს, ფოსტის წარმომადგენლებმა 7 წლის ბიჭს მისწერეს, რომ წერილი ადრესატამდე უსაფრთხოდ მიიტანეს.

როგორც წერილში ვკითხულობთ, სამეფო ფოსტის წარმომადგენლებმა ბავშვს უთხრეს, რომ სამოთხეში წერილის მიტანა გაუჭირდათ, რადგან გზაზე თავიდან უნდა აერიდებინათ ვარსკვლავები და კოსმოსურ ობიექტები, თუმცა, საბოლოოდ, სამოთხეში წერილის მიტანა მიანც მოახერხეს.

სამეფო ფოსტის ფეისბუკ პოსტს, რომელიც ამ ამბავს ეხებa,  სოციალურ ქსელში 200 000-ზე მეტი გაზიარება აქვს:

“ძალიან გახარებული იყო. ამბობდა, დედა, მამამ ჩემი წერილი ნამდვილად მიიღოო”, – ამბობს 7 წლის ჯეისის დედა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი