ახალი ამბები

Google-ის შეტყობინებით, სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას – გიგაური

30 ნოემბერი, 2018 • 3459
Google-ის შეტყობინებით, სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას – გიგაური

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, Google-სგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო მისი მეილის გატეხვას ცდილობს.

“აი ეს ხდება ჩემს პერსონალურ მეილში! გუგლისგან მივიღე შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ მაინც იდოს ეს აქ ისტორიისთვის,” – წერს ეკა გიგაური.

როგორც ეკა გიგაურმა ნეტგაზეთს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია გუშინ გაავრცელა ტვიტერზე, რის შემდეგაც საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერნეტტექნოლოგიების სპეციალისტი დაუკავშირდა და ჰაკერული თავდასხმის შესახებ დეტალებით დაინტერესდა.

TI-ის ხელმძღვანელი ჰაკერულ თავდასხმაზე განცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე თან ურთავს Google-სგან მიღებული შეტყობინების სქრინს:

Google-ს შეტყობინება TI-ის აღმასრულებელ დირექტორს. შავად დაფარულია ეკა გიგაურის ელექტრონული მისამართი.

მასალების გადაბეჭდვის წესი