აფხაზური მხარე: თუ ქართველი დეპუტატები მოსკოვში აფხაზეთის საკითხის გადაჭრას ფიქრობენ, ცდებიან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რაულ ლოლუა გამოცემა ეხო-კავკაზასთან საუბრობს 22 ნოემბერს მოსკოვში გამართული დსთ-ის ქვეყნების პარლამენტარების კონფერენციისა და ქართულ დელეგაციასთან მოულოდნელი შეხვედრის შესახებ.

ლოლუას თქმით, იმის გამო, რომ საქართველო არ არის დსთ-ის წევრი, არ მოელოდა ქართველი დეპუტატების ნახვას კონფერენციაზე.

აფხაზი დეპუტატი აცხადებს, რომ  პირდაპირი დიალოგი ქართველ და აფხაზ დეპუტატებს კონფერენციის ფარგლებში არ ჰქონიათ:

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი ლომიამ გამოსვლის დროს ჩვენც მოგვმართა. ახსენა პირდაპირი დიალოგი სახელმწიფო დუმის შემოთავაზებული საშუალებებით. მე მათგან რაიმე სახის მონანიება არ გამიგია, რომ აფხაზი ხალხის მიმართ ბოდიშს იხდიან, ან რამე მსგავსი. ლომიამ ძმებად მოგვიხსენია, თუ ასეა, აღიარეთ, რაც ჩაიდინეთ აქ. მე არ მეშინია ქართველებთან ერთად ჯდომის, ჩვენ ხომ გამარჯვებული ვართ. შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთში, მოსკოვში ვიზიტებით შეუძლიათ აფხაზეთის “საკითხი” გადაჭრან, ძალიან ცდებიან”.

მოსკოვში აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია პატრიოტთა ალიანსის ფეისბუკის გვერდზეც გამოქყვენდა. მოსკოვში ადა მარშანია და ემზარ კვიციანიც იმყოფებოდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი