ახალი ამბები

უკრაინა რუსეთის მოქალაქე 60 წლამდე კაცებს ქვეყანაში არ შეუშვებს

30 ნოემბერი, 2018 • 1464
უკრაინა რუსეთის მოქალაქე 60 წლამდე კაცებს ქვეყანაში არ შეუშვებს

უკრაინა რუსეთის მოქალაქე 16-დან – 60 წლამდე კაცებს საომარი მდგომაროების განმავლობაში ქვეყანაში არ შეუშვებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ კიევმა განაცხადა.

გამონაკლისები მხოლოდ “ჰუმანიტარულ შემთხვევებს” შეეხება, როდესაც რუსი კაცები უკრაინაში, მგალითად, დაკრძალვაზე გაემგზავრებიან.

უკრაინამ ქერჩის კრიზისის გამო საომარი მდგომარეობა 10 რეგიონში გამოაცხადა. საომარი მდგომარეობა 26 დეკემბერამდე გრძელდება. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები ტყვედ აიყვანა, ხოლო უკრაინული ხომალდები შეიპყრო. უკრაინა რუსეთს საერთაშორისო კანონმდბელობის დარღვევაში ადანაშაულებს, ხოლო მოსკოვი ამბობს, რომ უკრიანულმა ხომალდებმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვიეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი