ახალი ამბები

აშშ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელის – სახელმწიფო დეპარტამენტი

30 ნოემბერი, 2018 • 1601
აშშ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელის – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ ელის საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ რობერტ პალადინომ განაცხადა.

პალადინოს კითხვა სალომე ზურაბიშვილის არჩევის შესახებ სახლემწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

“ამერიკის შეერთებული შტატები ელის თანამშრომლობას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას ორმხრივ და რეგიონული ურთიერთობების საკითხებზე, მათ შორის, როგორიცაა უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ძლიერი პარტნიორობა და  და საქართველოს კონტრიბუცია  ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში”, – განაცხადა რობერტ პალადინომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი