ახალი ამბები

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა ქერჩის კრიზისის გამო

30 ნოემბერი, 2018 • 1166
ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა ქერჩის კრიზისის გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა გააუქმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ჩანიშნული შეხვედრა ქერჩის კრიზისის გამო.

“იქიდან გამომდინარე, რომ ხომალდები და მეზღვაურები რუსეთს უკრაინისთვის არ დაუბრუნებია, გადავწყვიტე, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის უმჯობესი იქნება, გაუქმდეს ჩემი წინასწარ ჩანიშნული შეხვედრა … არგენტინაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან”, – დატვიტა ტრამპმა 29 ნოემბერს.

პრეზიდენტები 1 დეკემბერს უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს დიდი ოცეულის ფარგლებში.

25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ახლოს, სამ უკრაინულ გემს ცეცხლი გაუხსნა და ხომალდები დააკავა. უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი