ახალი ამბები

ეს არჩევნები საზოგადოების თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა – გიგა ბოკერია

29 ნოემბერი, 2018 • 1211
ეს არჩევნები საზოგადოების თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ეს არჩევნები საზოგადოების თავისუფალ ნებას არ გამოხატავს, თუმცა ბოკერია ამბობს, რომ ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ფორმალურად მაინც იქნება.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობის არ აღიარებით ოპოზიცია რეალობას არ უნდა მოწყდეს.

” პრობლემა არის როგორც უიმედობის დანერგვა, ასევე განცდის დატოვება, რომ რაღაცას იზამ. ზურაბიშვილის არჩევის “არ აღიარების” მიუხედავად, ამ ძალიან მძიმე შედეგის ჩვენი ქვეყნისთვის, მისი პერსონიდან გამომდინარე, ის ფორმალურად პრეზიდენტი მაინც იქნება.  ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ამიტომ საკუთარი რეალობა არ უნდა შევიქმნათ, რომ არ ვაღიარებთ. მას ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული მანდატი არ აქვს, მაგრამ მასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ურთიერთობა ექნებათ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერებს,”-აცხადებს ბოკერია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

ოპიზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე რუსთაველზე მშვიდობიან აქციას აანონსებს.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ხმათა 59.52 %-ით “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი