ახალი ამბები

პირადად ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ აქციას არ შევუერთდეთ – ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი, 2018 • 3206
პირადად ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ აქციას არ შევუერთდეთ – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას “გირჩი”, სავარაუდოდ, არ შეუერთდება. ტელეკომპანია”პირველის” ეთერში პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე გუნდში არ უმსჯელიათ.

“პირადად ჩემი პოზიცია იქნება, რომ ამ აქციას არ შევუერთდეთ. გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტეს აქციების მოწყობა. რასაც ვკითხულობ, დარღვევების მიუხედავად, საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ, რომ არჩევნები შედგა. ამასთან, მგონი, ყველასთვის გასაგებია, სააკაშვილს რა მიზნებიც ამოძრავებს და ამიტომ არ მგონია სწორი, აქციებს “გირჩი” შეურთდეს,”-აცხადებს ჯაფარიძე.

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ოპიზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე რუსთაველზე მშვიდობიან აქციას აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი