ახალი ამბები

არჩევნებს არ ვაღიარებთ, მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს – ვაშაძე

29 ნოემბერი, 2018 • 2084
არჩევნებს არ ვაღიარებთ, მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს – ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩვენები არ გვქონია. ჩვენ გვქონდა კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული კრიმინალური ფარსი. ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ. საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გვაქვს. გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპიზიცია მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით ჩატარდეს. ამ მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია კვირას, 15.00 საათზე რუსთაველზე მშვიდობიან აქციას აანონსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი