ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიკერძოებულობა წარმოაჩინა – საერთაშორისო დამკვირვებლები

29 ნოემბერი, 2018 • 1669
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიკერძოებულობა წარმოაჩინა – საერთაშორისო დამკვირვებლები

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, მეორე ტურის მარეგულირებელი კანონმდებლობის ბუნდოვანებამ მედიასაშუალებებში კანონის სხვადასხვაგვარად განმარტების საფუძველი წარმოშვა.

როგორც ეუთო-ს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში არის აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის გათალისწინებული, ეროვნული მაუწყებლების უმეტესობამ უფასო საეთერო დრო ორივე კანდიდატს დაუთმო.

“ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის წინასწარ დასკვნაში.

კერძო მედიასაშუალებები, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ პოზიციას და რეპორტაჟებში ღიად წარმაოჩენდნენ მიკერძოებულობას, ხოლო რამდნეიმე მათგანმა თამამად გაახმიანა თავისი პოლიტიკური პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი