ახალი ამბები

ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა – ზურაბიშვილი

29 ნოემბერი, 2018 • 1176
ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცესკოს წინასწარი შედეგებით საქართველოს პრეზიდენტი ხდება, დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ზურაბიშვილის თქმით, შეხვედრას სინოდის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.

“ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა და შეხვედრაზე მომიწვია, რომელსაც სინოდის დიდი ნაწილი ესწრებოდა. ეს ჩემთვის იყო არამხოლოდ დიდი პატივი, არამედ ის მომენტი, როდესაც მე ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და მქონდა საუბრი როგორც ახლად არჩეულ პრეზიდნეტს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ილია მეორესთან იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არჩევანი გააკეთა საზოგადოებამ. მისი თქმით, საზოგადოებამ სიმშვიდე და მშვიდობიანი მომავალი აირჩია, რაზეც  პირადად არის პასუხისმგებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი