თბილისში Swatch-ის მაღაზია გაქურდეს

დღეს, 29 ნოემბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისში  Swatch-ის მაღაზია გაქურდეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა Swatch-ის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით მაღაზია დახურულია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მისი თქმით, ზარალი არაერთი ათასი ლარი იქნება. რაც შეეხება თავად მაღაზიას, მომხდარის შედეგად მას დაზიანებული აქვს ვიტრინა და კარი.

Swatch-ის მაღაზია გმირთა მოედანზე, თბილისის ცირკთან ახლოს მდებარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან