ახალი ამბები

ვეუბნებოდი სააკაშვილს, ვაშაძე ქარიზმატული ლიდერის როლს ვერ გაქაჩავს-მეთქი – ნათელაშვილი

29 ნოემბერი, 2018 • 4960
ვეუბნებოდი სააკაშვილს, ვაშაძე ქარიზმატული ლიდერის როლს ვერ გაქაჩავს-მეთქი – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს.

ნათელაშვილი განმარტავს, რომ არჩევნები გაყალბდა, წინასაარჩევნო პერიოდში კი ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვა მოხდა. ნათელშვილის თქმით, ამ ფონზე მასობრივი საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს. ნათელაშვილის განცხადებით, 2019 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა ჩატარდეს.

“ეს შედეგი მოიტანა საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას დაშვებულმა შეცდომამ. ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციას, რომ ვაშაძე ქარიზმატული ლიდერის როლს ვერ გაქაჩავს და ის ჩაქრება კრიტიკულ ეტაპზე. ეს შედეგი მოიტანა იმან, რომ მათ მხარი არ დამიჭირეს და ფაქტიბრივად ქვეყანა ოლიგარქს დაუტოვეს. ჩემი არჩევა 24 საათში დაამთავრებდა ოლიგარქიულ რეჟიმს”, – ამბობს ნათელაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი