ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი: სულერთია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაინც არ გვაღიარებს არცერთი

29 ნოემბერი, 2018 • 2493
ბიბილოვი: სულერთია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაინც არ გვაღიარებს არცერთი

“ჩვენთვის, პრინციპში, აბსოლუტურად სულერთია, ვინ გაიმარჯვებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ გვესმის, რომ ეს შედეგები არ აისახება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ურთიერთობებზე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც თბილისის პოლიტიკა რესპუბლიკის მიმართ არ შეიცვლება”,- განუცხადა რუსულ გამოცემა ТАСС-ს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანტოლი ბიბილოვმა.

როგორც ბიბილოვი ამბობს, არცერთ ქართველ პოლიტიკოსს არ აქვს სურვილი, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს და სამხრეთ ოსეთი აღიაროს.

“არ მგონია, რომ ხელისუფლებაში მოსვლით ზურაბიშვილი ან ვაშაძე ამას გააკეთებენ”.

ბიბილოვმა არ გამორიცხა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ განცხადებებს გააკეთებს: “თუმცა არაფერ ახალს არ ველით. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისა და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს”.


საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 40.48% მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი