ახალი ამბები

თბილისში ორი ავარია მოხდა

29 ნოემბერი, 2018 • 1893
თბილისში ორი ავარია მოხდა

დღეს თბილისში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გლდანში, დავით ჯაბიძის 8 ნომერთან, ყოფილ რადიოქარხნის მიმდებარედ, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ფეხზე გადაუარა. მამაკაცი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, თბილისში, ცოტნე დადიანის #65-ის მიმდებარედ “ტოიოტას” მარკის ავტომანქანა დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ქალს, რომელიც სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შემთხვევაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი