ახალი ამბები

გამოვლენილია პირი, რომელმაც ოპოზიციის შტაბთან იარაღიდან გაისროლა – შსს

29 ნოემბერი, 2018 • 1373
გამოვლენილია პირი, რომელმაც ოპოზიციის შტაბთან იარაღიდან გაისროლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაგოდეხში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, პოლიციელებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეაჩერეს 1997 წელს დაბადებული ი.გ, რომელმაც ქალაქ ლაგოდეხში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ სასტარტო იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნული პირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. როგორც “გაერთიანებულ ოპოზიციაში” აცხადებენ, მათი ოფისის მიმართულებით იმ დროს გაისროლეს, როდესაც “ქართული ოცნების” აქტივისტების კოლონამ ჩაიარა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლაგოდეხში მათ ოფისს ესროლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი