ახალი ამბები

ამომრჩეველმა ბოლოჯერ მოგვცა შანსი – რომან კაკულია

28 ნოემბერი, 2018 • 3484
ამომრჩეველმა ბოლოჯერ მოგვცა შანსი – რომან კაკულია

“ჩემი სუბიექტური შეგრძნებაა, რომ ამომრჩეველმა ბოლოჯერ მოგვცა შანსი”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ გააკეთა არჩევნების შედეგების ეგზიტპოლებთან დაკავშირებით.

“რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს შედეგი დადგა იმ ადამიანების დამსახურებით, რომლებიც წინა ტურში არ მოვიდნენ. ესენი ოცნებაზე გულგატეხილი ადამიანები იყვნენ. ჩემი აზრით, ეს ადამიანები, პირველ რიგში, მოიყვანა იმ საშიშროების გააზრებამ, რასაც ნაციონალური მმართვლობის დაბრუნება ჰქვია. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ ტრანსფორმაცია განიცადეს და ისინი აღარ არიან ის პოლიტიკური ძალა, რომლის არსენალშიც ძალადობა აღარ არის, მათივე განცხადებები მოდიოდა წინააღმდეგობაში ამასთან. სამწუხაროდ, არავის არ სჯერა ამ ქვეყანაში, რომ ნაციონალურ მოძრაობას არსენალში ძალადობა არ აქვს. ეს ხალხის ძირითადად ამან მოიყვანა. რადგან სხვა ძალა არ არის და ქართული ოცნებას სხვაზე მეტად აქვს პოტენციალი განვითრების რელსებზე გადაერთოს, უკანასკნელი შანსი მისცა ამომრჩეველმა”, – განაცხადა კაკულიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი