ახალი ამბები

მივდივარ კი არა, მოვდივარ, ქოცებო – ნიკა გვარამია

28 ნოემბერი, 2018 • 3936
მივდივარ კი არა, მოვდივარ, ქოცებო – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით კმაყოფილია და არსად წასვლას არ აპირებს. გვარამია არჩევნებამდე ამბობდა, რომ ქვეყანას დატოვებდა, თუ სალომე ზურაბიშვილი გახდებოდა პრეზიდენტი.

ნიკა გვარამიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ლეგიტიმური და ამის დასტური იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები,

არჩევნები არ არის ქვეყანაში, არჩევნები მოტაცებულია.

“მე მიხარია ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გაფორმდა როგორც არალეგიტიმური. ხელისუფლების დელეგიტიმაცია იწვევს მის ცვლილებას და ეს ძალიან სწრაფი ამბავი იქნება იმიტომ, რომ შეუძლებელია, შენ გყავდეს 900 ათასი მოწინააღმდეგე და შენ გქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა. ეს წარმოუდგენელია. შევახსენებ “ქართლ ოცნებას”, რომ მან 2016 წელს კონსტიტუციური უმრავლესობა 830 ათასი ხმით მოიპოვა და გრიგოლ ვაშაძეს აქვს 900 ათასი ხმა. ეს არის წარმოუდგენელი შედეგი. კი არ მივდივარ, ქოცებო, მოვდივარ, ახლა იწყება ჩემი მოსვლა”, – თქვა ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლებით, ლიდერობს ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ასევე ლიდერობს ტელეკმპანია “იმედის” დაკვეთით მომზადებული ეგზიტპოლითაც.

ვაშაძე – 45%, ზურაბიშვილი – 55% – “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლის შედეგი

მასალების გადაბეჭდვის წესი