ახალი ამბები

რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ ვაშაძე რევოლუციის თაობაზე თავის წინასაარჩევნო პოზიციას მხარს დაუჭერს

28 ნოემბერი, 2018 • 2520
რესპუბლიკელებს იმედი აქვთ, რომ ვაშაძე რევოლუციის თაობაზე თავის წინასაარჩევნო პოზიციას მხარს დაუჭერს

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, პარტია გადაწყვეტილებას გრიგოლ ვაშაძისა და გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციის გახმიანების შემდეგ მიიღებს.

ბერძენიშვილს იმედი აქვს, რომ ვაშაძე დარჩება პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც “რევოლუცია იწვევს ზიზღს”.

“ჩემთვის ნომერ პირველი პოლიტიკური ღირებულება აქვს პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს კონტაქტები მის წარმდგენ ენმ-სთან და მის პარტნიორ პარტიებთან, გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა განვითარება მოჰყვეს ამას. ჩემი აზრით, ვერავინ ვერავის განუსაზღვრავს პოლიტიკის დღის წესრიგს. დღის წესრიგს განსაზღვრავს გრიგოლ ვაშაძე და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები. “რესპუბლიკელები” ვართ პარტნიორები და მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება ისეთი, როგორიც მას წინასაარჩევნოდ აქვს გაცხადებული: “რევოლიცია იწვევს ზიზღს”, – თქვა მან.

მანვე საარჩევნო პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ “ტესტი ვერ ჩააბარა”.

“ერთი მხრივ, ასეთი კონკურენტული აქამდე არცერთი არჩევნები არ ყოფილა და ოპოზიციის კანდიდატი ასეთი ძლიერი არ ყოფილა, 90 წლის შემდეგ. ამ ვითარებაში ვაშაძემ ძალიან ღირსეულად წარმართა თავისი კამპანია. …ხელისუფლებამ ტესტი ვერ ჩააბარა. ეს იყო ზიზღზე აგებული კამპანია და დამალული კანდიდატი ხელისუფლების მხრიდან”, – აღნიშნა მან.

სააკაშვილი: არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს, მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი