ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანს მიმდინარე კვირას ბაროზო და ლავროვი ეწვევიან

9 ივნისი, 2014 • • 1177
აზერბაიჯანს მიმდინარე კვირას ბაროზო და ლავროვი ეწვევიან

აზერბაიჯანულ მედიაში აქტიურად განიხილავენ საკითხს, რომ ორი მაღალი რანგის პირის ვიზიტი დროის ერთ მონაკვეთში შემთხვევითი არ არის.

 

გამოცემა ბაკუპოსტთან საუბარში აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. 

 

“ვიზიტები ინიშნება დიდი ხნით ადრე და მათი დაკავშირება ერთიან კონტექსტში არ შეიძლება. ორი მაღალი რანგის პირის ვიზიტი აზერბაიჯანში მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია. დასავლეთსა და რუსეთში უკვე მიხვდნენ, რომ აზერბაიჯანი არის სახელმწიფო, რომელსაც ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარაკო,”- განაცხადა დეპუტატმა. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი