ახალი ამბები

დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი – ზურაბიშვილი

28 ნოემბერი, 2018 • 1506
დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი – ზურაბიშვილი

“დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი”, – ეს განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, რომელიც რ2-ისა და იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით არჩევნებში იმარჯვებს.

ზურაბიშვილ მამადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, მხარდამჭერ პარტიას, თავის ოჯახს და ჟურნალისტებს.

“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამას საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე. ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი და თავისუფალი საქართველოა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ისაუბრა დიალოგის აუცილებლობაზე საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც დღეს ხმა არ მისცა და მისი თანამოაზრე არ არის. მისი თქმით, სიტუაცია აუცილებლად უნდა დამშვიდდეს, ხოლო საზოგადოება გაერთიანდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი