ახალი ამბები

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სია დაიკარგა, ხმის მიცემა გაგრძელდა

28 ნოემბერი, 2018 • 1163
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სია დაიკარგა, ხმის მიცემა გაგრძელდა

საარჩევნო სია დაიკარგა ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე, რის გამოც ხმის მიცემა დროებით შეჩერებული იყო.

როგორც ნეტგაზეთს უბნიდან მიაწოდეს ინფორმაცია, დაკარგულია სიის ერთი ფურცელი, რომელზეც დატანილია 15 ამომრჩევლის მონაცემი.

მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მაჟორიტარი, ამბობს, რომ ცესკომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ არჩევნებზე ეს მოვლენა ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

Posted by Data Aqubardia on Wednesday, November 28, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი