ახალი ამბები

საია მარნეულის #49 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

28 ნოემბერი, 2018 • 1346
საია მარნეულის #49 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს

ახლგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულის 49-ე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ამ უბანზე არჩევნების გაყალბების სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა.

საიას ინფორმაციით, #49 უბანზე ხმა მისცა ამომარჩეველმა სანან ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის.

“საიას დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი, სახელით და გვარით სანანი ბადალოვი, რეგისტრირებულია მარნეულის #48 უბანზე. მოგვიანებით აღნიშნულმა პირმა განმეორებით სცადა #49 უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდგომ, მან უბანი დატოვა,”-აცხადებს სალაძე.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ დააფიქსირა ერთი ადამიანი, რომელმაც უბანზე ორჯერ მისცა ხმა. სულხან სალაძის თქმით, მან პირველად ხმა 11:32 წთ-ზე, ხოლო მეორედ – 14:08 წთ-ზე მისცა.

საიას ცნობით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი, რომელიც #49 საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება.

“რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა,”-ამბობს სალაძე.

ამ დრომდე დაფიქსირებული დარღვევების გამო საია მოითხოვს მარნეულის #49 უბანზე კენჭისყრის პროცედურების შეწყვეტას (აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებულია 1532 ამომრჩეველი) და შედეგების ბათილობას. საია ასევე მიმართავს პროკურატურას,
დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი