ახალი ამბები

ზუგდიდში, უბნის გარეთ ორი პირი ენმ-ს წარმომადგენელს დაჭრით ემუქრებოდა – საია

28 ნოემბერი, 2018 • 925
ზუგდიდში, უბნის გარეთ ორი პირი ენმ-ს წარმომადგენელს დაჭრით ემუქრებოდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ხობის #15 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი დაფიქსირდა. საიას ცნობითვე, ორივე შემთხვევაში თანხის გაცემა განახორციელა ერთი და იგივე პირმა.

პირველ შემთხვევში – 20 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – გადაცემული თანხის ოდენობა ორგანიზაციამ ვერ დაადგინა.

საიას ცნობითვე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ორი შემთხვევა ზუგდიდსა და ახალქალაქში დააფიქსირეს.

“კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების
დამკვირვებლებს ან კომისიის წევრებს აძლევდა,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

საიას ცნობით, ეს შემთხვევები ზუგდიდის #53 და ახალქალაქის #70 და #4 უბნებზე მოხდა.

სავარაუდო მუქარის ერთი ფაქტი დააფიქსირდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდის #21 საარჩევნო უბნის გარეთ, ეზოში ორი ნასვამი პირი ზუგდიდის #21 უბნის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დაჭრით ემუქრებოდა. თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია. სიტუაცია ამ დროისათვის განმუხტულია.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ სულ დაიწერილია 34 საჩივარი, ამათგან 21 საჩივარი – უბანზე, 13 საჩივარი- ოლქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი