ახალი ამბები

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, ნუ შეეცდებიან მეორეჯერ ხმის მიცემას – ცესკო

28 ნოემბერი, 2018 • 1068
მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, ნუ შეეცდებიან მეორეჯერ ხმის მიცემას – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება რამდენიმე პროცედურული ხარვეზი, რომელთა ნაწილი ადგილზევე აღმოფხვრა, ხოლო დანარჩენებზე საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება.

ცესკო-ს პრესსპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის მცდელობა ნამდვილად დაფიქსირდა რუსთავში.

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, გახლავთ მარკირებული ამომრჩევლების მიერ ხმის მეორეჯერ მიცემის მცდელობა, რაც რუსთავის ოლქში 2 შემთხვევაში დაფიქსირდა. კანონმდებლობის თანახმად, ამომრჩეველს უფლება აქვს, ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ. საარჩევნო უბანზე ყველა ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა და ნუ შეეცდებიან მეორეჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”, – განაცხადა მიქელაძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას, თავდაპირველად “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.

ამავე თემაზე:

რუსთავში ენმ-ის აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი