ახალი ამბები

ეს არჩევნები გადაიქცა რეფერენდუმად – გრიგოლ ვაშაძე

28 ნოემბერი, 2018 • 1176
ეს არჩევნები გადაიქცა რეფერენდუმად – გრიგოლ ვაშაძე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც ხმა ქუთაისში მისცა, ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ღირსების არჩევნებად გადაიქცა.

“ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ფაქტობრივად, გადაიქცა რეფერენდუმად, რა მომავალი ელის საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქის დავალება ყველაფერთან ერთად არის, დავამთავროთ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, არავინ არასდროს ბოროტად არ გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომ ქვეყანა დაადგეს განვითარების გზას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთა არის, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთებით, პარლამენტი, დარჩეს ქუთაისში. ეს არ არის მხოლოდ ქუთაისელებისა და ჩემი აზრი”,-  თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ამომრჩევლებს დღეს, 28 ნოემბერს, არჩევანის გაკეთება უწევთ პრეზიდენტობის ორ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს – შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი